კვიპროსული პრესის ინფორმაციით, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ესპანელი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი “ანორთოსისს” ჩაიბარებს.
ფამაგუსტური გუნდის ხელმძღვანელობა თემურ ქეცბაიას შემცვლელი სლოვენიელი დარკო მილანიჩის მუშაობით უკმაყოფილოა და მას მალე გაათავისუფლებს.
ჩისკო უკვე კვიპროსზე იმყოფება, ის გუშინ “ანორთოსისის” მატჩსაც დაესწრო, სადაც ქართველების გუნდი ლარნაკის “აეკთან” 0:4 განადგურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, შეთანხმება თითქმის მიღწეულია და ესპანელსაც მალე წარადგენენ.
შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისის” ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი – გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე იცავს.
ჩისკო ადრე თბილისის “დინამოს”, “უოტფორდსა” და “უესკას” ავარჯიშებდა…
GIPHY App Key not set. Please check settings