in

ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ საუკეთესოები ვართ: საქართველო მსოფლიო ჩემპიონია

მორიგი ისტორიული წარმატება: საქართველო პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც ძიუდოს გუნდური ჩემპიონატი შერეული გუნდით ტარდება (სამი მამაკაცი, სამი ქალი), საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა პირველად მოიპოვა (ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოზე ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ), მანამდე ზედიზედ შვიდეჯერ იაპონიის ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო. საქართველოს ნაკრები აპრილში შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონიც გახდა.

მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში იტალიას 4:0 მოუგეს, ნახევარფინალში კი ჩვენებმა თვით “გოძილების” ჰეგემონია დაამხეს – იაპონელებს ამ ფორმატით, ანუ შერეული პრინციპით აქამდე ჩატარებული შვიდივე მსოფლიო პირველობა ჰქონდათ მოგებული, ახლა კი ნახევარფინალში 4:2 მოვუგეთ

ჩვენებმა 4 შეხვედრა გამართეს და აქედან მხოლოდ ერთში – იაპონიასთან წააგეს 2 პაექრობა; იაპონიასთან ჩატარდა 6-ვე წონაში შერკინება, თორემ დანარჩენები, ფინალის ჩათვლით კორეასთან, ვადამდე მოიგეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადის ოფიციალური საიტი შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასა და ისტორიის გადაწერას გამოეხმაურა.

“ქართველები ისე ზეიმობდნენ, თითქოს ტატამი თავად თბილისში იყო გაშლილი. მედლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, მთელი დელეგაცია ეროვნული სიამაყის გამოხატულებით, ქვეყნის დროშებით პოდიუმზე ავიდა.
მათ საცეკვაო წრე შექმნეს, ოქროს მედლებს ოქროს ატრიალებდნენ და “გაუმარჯოს” სკანდირებდნენ. შემდეგ ოლიმპიურ თამაშებამდე სამი წელი რჩება, ძიუდოში ძალაუფლების დინამიკა თავდაყირა და შერეული გუნდების პოდიუმი ღიაა”, – წერს საიტი.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმაც გააკეთა მოკლე კომენტარი:
“ჩვენ ჩვენი წვლილით ისტორია დავწერეთ. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ საუკეთესოები ვართ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის 50 ამერიკული გოლი და 68-ე ჯარიმა

ზურიკო რენს უნდა