ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ რუსულ “ჩემპიონატთან” უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“საქართველოს ნაკრები ბოლო თამაშებში ძალიან კარგად თამაშობს. იმედი მაქვს, იგივე მოხდება უკრაინასთან მატჩშიც. მათი გუნდი ბოლო დროს არც თუ ისე კარგად გამოიყურება. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. დღეს მათი ბოლო შანსია.
როგორც ვიცი, ტრავმის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდებათ, მაგრამ იოლ თამაშს მაინც არ ველოდები, რადგან ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ.
დამატებითი ინტრიგაა ასევე ისიც, რომ სპორტულ ასპარეზზე ქართველები და უკრაინელები ერთმანეთს ყოველთვის ეჯიბრებოდნენ. ნაკრებები, კიევის “დინამო” თბილისის
“დინამოსთან”… იმედია, ერთ ქულას მაინც ავიღებთ და თუ მოვიგებთ, ძალიან კარგი იქნება”, – თქვა არველაძემ.
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ რუსულ “ჩემპიიონატთან” უკრაინისა და საქართველოს ნაკრების დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“უკრაინა ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და მათთან პირადი შეხვედრების კარგი ბალანსი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დიდი ნდობა მოიპოვეს.
ალბანელებმა უკრაინელებს მოუგეს, ჩვენს წინააღმდეგ კი კარში არ დაურტყამთ. ახლა სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ, ხვიჩა და მიქაუტაძე დღითიდღე იხვეწებიან და უფრო მეტი შანსი გვაქვს მოვიგოთ.
საბჭოთა კავიშირის დანგრევის შემდეგ, დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინაზე უკეთესი გუნდია”, – თქვა ჩელებაძემ.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings