გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ გადავიდა, – ინფორმაციას დანიის ყველაზე ტიტულიანი კლუბის საიტი ავრცელებს.
დონეცკის „შახტარიდან“ მისული გოჩოლეიშვილი დანიაში იჯარით წესით ითამაშებს.
გოჩოლეიშვილი მარჯვენა მცველის პოზიციას იკავებს და უკრაინის ჩემპიონის შემადგენლობაში 37 მატჩი აქვს ჩატარებული, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი.
კლუბის სპორტული დირექტორი სუნე სმიტ-ნილსენი შეთანხმებაზე საუბრობს:
“ჩვენ ვიღებთ სუპერ ნიჭიერ მოთამაშეს, რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდებით.
გიორგი დიდი ხნის განმავლობაში მაღალ დონეზე კარგად თამაშობდა და ბოლოს იყო საქართველოს ნაკრების ნაწილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირამდე.
გლედერის წასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო კონკურენციის შენარჩუნება ამ პოზიციაზე და ამიტომ გიორგისთან შეთანხმება ძალიან კარგად ჯდება ამ კონტექსტში. ახლა ჩვენ გვყავს ამ პოზიციაზე გამოცდილი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ზეწოლა მოახდინოს ერთმანეთზე სათამაშო დროისთვის ბრძოლაში“, – ამბობს სპორტული დირექტორი.
კომენტარი თავად გოჩოლეიშვილმაც გააკეთა:
“კოპენჰაგენი დიდი კლუბია. მე მხოლოდ საუკეთესო მსმენია კლუბის, გულშემატკივრებისა და ქალაქის შესახებ.
მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე გასვლას და მათ უკეთ გაცნობას“.
„კოპენჰაგენის“ მწვრთნელი იაკობ ნეესტრუპი ფიქრობს, რომ დაიმატა მოთამაშე, რომელიც კონკურენციას გააძლიერებს.
„ჩვენ მივიღეთ ფეხბურთელი, რომელიც საიმედოა დაცვაში და აქვს მაღალი სიჩქარე, თანაც თამაშობს გულით და დიდი ინტენსივობით.”
გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings