კრიშტიანო რონალდო WOWfc-ის პრომოუშენის თანამფლობელი გახდა.
ამ ორგანიზაციის მეწილეა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურიაა.
კრიშტიანომ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„სიხარულით გაცნობებთ მნიშვნელოვან სიახლეს: WOWfc-ის აქციონერი გავხდი! ჩვენ ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რისიც ღრმად მჯერა: პატივისცემას, შეუდრეკელობას და სრულყოფისაკენ მუდმივ სწრაფვას. WOWfc რაღაც უნიკალურს და მძლავრს ქმნის, ვამაყობ, რომ ამ პროექტს შევუერთდი. ის სპორტის განვითარებას ეხმარება დ მომავალ თაობას შთააგონებს“.
რონალდოს WOWfc-ში გაწევრიანებას მიესალმა ქართველი მებრძოლიც.
„რონალდოს WOW FC-ში გაწევრიანება სპორტისთვის მნიშვნელოვანია. ის წარმოადგენს პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და გლობალური სრულყოფილების უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენ ერთად MMA-ს ახალ სიმაღლეებზე ავიყვანეთ და მთელ მსოფლიოში სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს შთავაგონებთ, დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
და აქვე: ილია თოფურია იანვარში ბრძოლას არ ჩაატარებს. მისი დაბრუნდება არც თებერვალშია მოსალოდნელი და მებრძოლი, დიდი ალბათობით, შეხვედრას გაზაფხულზე გამართავს.
ილია თოფურიას არაერთხელ უთქვამს, რომ სურვილი აქვს, ქვესაშუალო წონაში (77კგ) გადავიდეს და ისლამ მახაჩევთან ბრძოლით მესამე წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვოს. თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული ბრძოლის ორგანიზებით UFC-ი დაკავებული არ არის.


GIPHY App Key not set. Please check settings