ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში დანიურმა „მიდტიულანდმა“ რომის „ლაციო“ გაანადგურა – 5:1.
ამასთან დაკავშირებით რომაული კლუბი 225 გულშემატკივარს, რომლებიც შორეულ დანიაში ჩავიდნენ გუნდის საქომაგოდ, ბილეთის ღირებულებას აუნაზღაურებს.
2 ტურის შემდეგ ამ ჯგუფში ყველას 3 ქულა აქვს, ხსენებული გუნდების გარდა აქ „ფეიენოორდი“ და ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ არიან.
ისე, „ლაციოს“ ხელმძღვანელებს ქართული ფეხბურთის (ზოგადად სპორტის) თავკაცებმაც რომ მიბაძონ, ურიგო არ იქნებოდა. მაგარ ზარალს კი ნახავდნენ ისე…
GIPHY App Key not set. Please check settings