ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფში საქართველოს ეროვნულ გუნდთან პირველი მატჩის წაგებამ (0:3) სომეხი გულშემატკივრები ძალიან გაამწარა, რაც სოციალურ ქსელებში მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტებიდან და კომენტარებიდანაც ჩანს…
…”რა სირცხვილია!! ათასი სირცხვილი!.. გუნდს სათამაშო გეგმა არ ჰქონდა. სომხეთს ადვილად შეეძლო 3 გოლზე მეტის გაშვება. ბრძოლის მოსაგებად მზადყოფნა არ იყო. თამაშის დროს სულ მეშინოდა, როცა ერთმანეთს ბურთს აწვდიდნენ. თავდამსხმელებიც შიშით თამაშობდნენ. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ფეხბურთელებს დიდი დრო სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად და პასის გასაკეთებლად”…
…”ეს ყველაზე ცუდი გუნდია ჩვენს ისტორიაში… სირცხვილია! მწვრთნელის ბრალი არ არის. სამივე გოლი ინდივიდუალური შეცდომის შედეგი იყო”…
…”ეს არ იყო დამარცხება, ეს იყო განადგურება! ძალიან შევრცხვით! არაფერი განსაკუთრებული, ბიჭები თბილისში “მაკდონალდსში” შევლენ”…
…”დაცვის თანამშრომლები ფეხბურთს უკეთ თამაშობენ და უკეთესი შედეგებიც გვექნება”…
…”სირცხვილი, სირცხვილი და კიდევ ერთხელ სირცხვილი!.. სად იყო ფეხბურთი?”…
…”მთავარი ის არის, რომ სტადიონზე ქართველები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე სომხები”…
…”არასდროს ვყოფილვარ ასე ცუდად და ასეთი დაბნეული. ეს არა თამაშის, არამედ, იმის გამო, რომ არაერთი “პატრიოტის” და მათ მიერ გაყიდული ბილეთების წყალობით, შესაძლოა, ტრიბუნაზე ნახევარი თუ არა მეტი ქართველი იყო. ასე გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გუნდი?”…
…”ნამდვილი გულშემატკივრები ქართველები იყვნენ, მათი ყვირილი მთელი თამაშის განმავლობაში ისმოდა. ასეთი გულშემატკივრობა დიდი ბედნიერება და კულტურაა”…
…”შეიძლებოდა, გვეთამაშა და წაგვეგო, მაგრამ თამაში არ იყო, ჩვენ უკბილო გუნდის არაადეკვატური მიდგომა დავინახეთ”…
…”სირცხვილი ტრიბუნებიდან დაიწყო. ქართველი გულშემატკივრები მათთვის განკუთვნილი ადგილების გარდა, სხვა სექტორებზეც ისხდნენ. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? თითქოს, შეხვედრა საქართველოში იყო! მათთვის დაჯავშნილ ტრიბუნაზე უნდა ყოფილიყვნენ და სხვაგან არსად. მაგრამ მთელი სტადიონი ქართული იყო. ერთი სიტყვით, ეს არ იყო თამაში, ეს იყო სომეხი გულშემატკივრების აშკარა დაცინვა. ეს სირცხვილია”…
…”ამ თამაშმა აჩვენა, რომ ქართველები 30 წელია მუშაობენ და ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ, ჩვენ კი რუსული ფეხბურთის ასლი ვართ. მტკივა, მაგრამ ეს რეალობაა. 2021 წელს თბილისში გამარჯვების შემდეგ ჩვენ წინ ვერ წავედით, საქართველოს ნაკრებმა კი პროგრესი განიცადა და აი, შედეგიც”…
…”თითქოს სომხები არ იყვნენ! გუნდი შიშით თამაშობდა. ქართველებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ჩვენი შეცდომები და მოიგეს”…
…”ვინმე ისეთი ცინიკოსია, რომ შეუძლია, ეს საშინაო მატჩად ჩათვალოს? მეგონა, თითქოს თბილისში წავედით. სტადიონზე ნახევარი ქართველი იყო. საქართველოსთან გასვლითი თამაში წავაგეთ. დროშებში გახვეული ქართველი გულშემატკივრები ერთხმად მღეროდნენ, მათი ფეხბურთელები თამაშის ხასიათზე იყვნენ, ჩვენ კი, შავებში გამოწყობილები, მხოლოდ ტაშს ვუკრავდით და არანაირი სიმღერა არ ისმოდა. ჩვენს სახლში შემოვიდნენ, გვცემეს და წავიდნენ”…
კომენტარები ქართველმა გულშემატკივრებმაც დაწერეს, რომელთაგან ეს გამოვარჩიეთ: “მოგესალმებით, სომეხო დებო და ძმებო საქართველოდან! მადლობა თბილი დახვედრისთვის. ერთმანეთის წარმატებები უნდა გვიხაროდეს. წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრებში. ღმერთმა დალოცოს სომხეთი და საქართველო”.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings