in

ჩვენო ბიჭებო, მთელი საქართველო, ერი თუ ბერი, ფეხზე დგას… საქართველო დალოცვილია – ფოტო

საქართველოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატზე. შეხვედრის წინა დღეს, დორტმუნდში ჩვენი ნაკრების წევრები შეხვდნენ ბორჯომის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, რომელმაც ფეხბურთელებს საჩუქრები გადასცა, დალოცა და წარმატებები უსურვა.

აი რა დაწერა დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა:

ჩვენ ვართ საქართველო.
ქართველი კაცი, ღირსებით აღვსილი, მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს. ემოციებს მომავალი წარმატებისა, განსაკუთრებით დღეს, ერთ მუშტად შეკრული ჩვენი საამაყო ბიჭები ხალხის გვერდში დგომით წერენ…

კაცსა თუ ქალს, დიდსა თუ პატარას, სპორტის გულშემატკივარსა თუ არაქომაგს, ყველას,სრულიად საქართველოს აერთიანებს ეს დღეები.

ამ ისტორიული თამაშების დროს ჩვენს ხალხს ყველა გაჭირვება და წუხილი ავიწყდება. ასე იყო ადრეც….

ჩვენმა სპორტსმენმა წინაპრებმა, ოქროს თაობებმა ათწლეულების განმავლობაში ასო-ასო ქარგეს ეს ისტორია და რუდუნებით მოგვიყვანეს დღემდე. იმიერ საქართველოდან მათი სულები ახლა ჩვენს ბიჭებს ლოცავენ.

რა ამაყად დგანან სამშობლოს მონატრებული ემიგრანტები თურქეთში, გერმანიასა და სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც უცხო მიწა-წყალზე სხვა ემოციით, გულშიჩამწვდომად გაისმება–,,ჩემი ხატია სამშობლო’’…

ჩვენო ბიჭებო, მთელი საქართველო, ერი თუ ბერი, დიდი სიხარულის მოლოდინში ფეხზე დგას…

წმ.გიორგის ებარედოდეთ ვაჟკაცებო!

დეკანოზი იოანე ხეცურიანი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იქით კოპა ამერიკა დაიწყო: არგენტინის მოგებით და მესის რეკორდით

საქართველო შეფასებებით ევროზე მესამე გუნდია – ინფოგრაფიკა