ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქეები – უკრაინა და ჩეხეთი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში შეხვდნენ ერთმანეთს და 1:1 ითამაშეს.
თამაში სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. მომენტები მრავლად იყო ორივე გუნდის კართან.
გოლების შემდეგაც ორივე გუნდი უტევდა. ყველაზე სახიფათო მუდრიკი იყო, მაგრამ ამჯერად ვეღარ გაიტანა.
უკრაინა – ჩეხეთი 1:1
გოლები: 0:1 ჩერვი (18), 1:1 დოვბიკი (53-პენ)
უკრაინა: ტრუბინი, კონოპლია (80. ტიმჩიკი), ტალოვიეროვი, ზაბარნი, მატვიენკო, სტეპანენკო (64. კალუჟნი), შაპარენკო (64. კრისკივი), გუცულიაკი (22. ზუბკოვი), სუდაკოვი, მუდრიკი – დოვბიკი (80. იარემჩუკი)
ჩეხეთი: კოვარჟი, ვიტიკი, კრეიჩი, ბორილი (70. ზმრალი), ცუფალი, სუჩეკი, ჩერვი, პროვოდი (58. ჰლოჟეკი) – ჩერნი (58. ლინგრი), შულცი (90. კუხტა), ხორი (70. კლიმენტი)
ჯგუფში 7 ქულით ლიდერი ჩეხეთი გახდა, საქართველო 6 ქულით მე-2 ადგილზეა, ალბანეთსაც 6 ქულა აქვს, ხოლო მეოთხეზე 4 ქულით უკრაინაა.
შემდეგი ტური 16 ნოემბერს გაიმართება: საქართველო უკრაინას, ალბანეთი კი ჩეხეთს უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings