ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt-მა იმ ევროპული ნაკრებების ყველაზე ძვირი შემადგენლობების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ. პირველი ადგილზე ჩვენი ჯგუფელი ნორვეგია აღმოჩნდა. სიაშია რუსეთის ნაკრებიც, რომელიც ჩამოშორებულია ტურნირებს.
ტოპ 10 ასეთი გამოვიდა:
- ნორვეგია – 335,4 მლნ ევრო;
- შვედეთი – 206,9 მლნ ევრო;
- ირლანდია – 161,6 მლნ ევრო;
- რუსეთი – 157,3 მლნ ევრო;
- ჩრდილოეთ მაკედონია – 54,4 მლნ ევრო;
- კოსოვო – 51,1 მლნ ევრო;
- მონტენეგრო – 46,8 მლნ ევრო;
- ბულგარეთი – 36,4 მლნ ევრო;
- სომხეთი – 34,6 მლნ ევრო;
- ჩრდილოეთ ირლანდია – 32,2 მლნ ევრო.
ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ჯერ არ გარკვეულა: მარტში პლეი-ოფებია, რომლის მიხედვით კიდევ სამი გუნდი გაირკვევა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ზე.
GIPHY App Key not set. Please check settings