ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებმა განაცხადები უკვე გამოაქვეყნეს. მწვრთნელებმა არჩევანი გააკეთეს და საქმე სტატისტიკოსებს მისცეს, რომლებიც სხვადასხვა მონაცემებს აჯამებენ.
ვნახოთ ვინ არიან ყველაზე ბებერი და ახალგაზრდა გუნდები.
ყველაზე გამოცდილი ნაკრები გუნდები აღმოჩნდნენ: საქართველო ნაკრების თანაჯგუფელი მუნდიალის შესარჩევში – შვედეთი (29.2 წელი), ბელგია (29.1), სლოვაკეთი (28.2), ფინეთი (28.1) და უნგრეთი (28).
საინტერესოა, რომ ბელგია, ფინეთი და დანია (27.7 წელი) ერთ ჯგუფში არიან.
ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობით დაიკვეხნიან: თურქეთი (24.9), ინგლისი (25.2), უელსი (25.5), უკრაინა (26.4) და ესპანეთი (26.5).
აღსანიშნავია, რომ პირველი და ბოლო ხუთეულის მიღმა მყოფი ყველა გუნდის საშუალო ასაკი 27 წლიდან იწყება.
ევრო 2020-ის 5 ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი
GIPHY App Key not set. Please check settings