in

ჩვენი საუკეთესო მატჩი: ინგლისი წვალობს, მაგრამ ეს ვის ადარდებს, გუნდი ნახევარფინალშია

ინგლისის ნაკრები ისევ არადამაჯერებელ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ ისევ უმართლებს და უკვე ოთხეულშია – 1:1 შვეიცარიასთან და მოგება პენალტების სერიაში – 5:3.

ძალიან უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, ინგლისელებმა გოლი საკმაოდ გვიან გაუშვეს, მაგრამ გაუმართლათ და საკას ერთობ მოხდენილი დარტყმით ანგარიში მალევე გაათანაბრეს. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და იქ ინგლისელებმა ყველა დარტყმა უმწიკვლოდ შეასრულეს. მეკარე ჯორდან პიკფორდს კი ბოთლზე ჩა,ოწერილი ჰქონდა მეტოქეთაგან ვინ როგორ ურტყამდა და აკანჯის დარტყმული ხომ მოიგერია, სამი გამოიცნო კიდეც.

ინგლისი ვერ აჩვენებს საკადრის ფეხბურთს, მაგრამ როგორც ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა მეტ აფსონმა თქვა: „გუნდი რაუნდიდან რაუნდში გადადის, ჩვენ ნახევარფინლში ვართ. შეგიძლიათ თქვათ, რომ კარგად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ეს ვის ანაღვლებს? ჩვენ ხომ ვიგებთ“.

თავად გარეთ საუთგეითმა კი თქვა: „ბიჭები შესანიშნავი იყვნენ, ეს იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი“.

ერთადერთი, რაზეც ინგლისელი ექსპერტები ჩივიან, ეს კაპიტანი ჰარი კეინია. მასზე „ტოტენჰემის“ ექს-ნახევარმცველმა ჯეიმი ოჰარამ პირდაპირ დაწერა: „ჩვენ ჩვენი რონალდო გვყავს, იძულებული ვართ მასთან ერთად ვითამაშოთ“.

ევრო 2024. 1/4 ფინალი

ინგლისი – შვეიცარია 1:1, პენ 5:3
6 ივლისი. დიუსელდორფი. “მერკურ შპილ არენა”. 46 907 მაყურებელი
გოლები: 0:1 ემბოლო (75. ნდოიეს პასით), 1:1 საკა (80. რაისის პასით)
პენალტების სერია: 1:0 პალმერი, 1:0 აკანჯი (მეკარე), 2:0 ბელინგემი, 2:1 შერი, 3:1 საკა, 3:2 შაჩირი, 4:2 ტონეი, 4:3 ამდუნი, 5:3 ალექსანდერ-არნოლდი

ინგლისი: პიკფორდი, უოლკერი, სტოუნზი, კონსა (78. პალმერი), ტრიპიერი (78. ეზე), მაინუ (78. შოუ), რაისი, საკა, ბელინგემი, ფოდენი (115. ალექსანდერ-არნოლდი), კეინი (109. ტონეი)
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

შვეიცარია: ზომერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი, რიდერი (63. ცუბერი), ფროილერი (118. სიერო), ჯაკა, ებიშერი (117. ამდუნი), ნდოიე (98. ზაკარია), ვარგასი (63. ვიდმერი), ემბოლო (109. შაჩირი)
მწვრთნელი: მურატ იაკინი

გაფრთხილება: შერი (32), კეინი (67), ვიდმერი (85)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ბუკაიო საკა

ეს გუნდები აქამდე სულ 27-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – 18 მატჩი ინგლისმა მოიგო, 6 ფრედ დასრულდა, შვეიცარიამ კი გამარჯვება მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა.

ურთეიერთშეხვედრებში ინგლისელებმა შვეიცარიელებს 59 გოლი გაუტანეს, ხოლო შვეიცარიელებმა ინგლისის კარი 20-ჯერ აიღეს.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრაშიც (2022 წელი. ამხანაგური მატჩი) ინგლისის კარი ემბოლომ აიღო. ეს იყო ერთადერთი გოლი, რომელიც შვეიცარიელებმა ინგლისელებს ბოლო ხუთ შეხვედრაში გაუტანეს.

საუთგეიტს ევროზე არ წაუგია ძირითად დროში. 12-მატჩიანი სერია ტურნირის რეკორდია.

გარეთ საუთგეიტმა მე-100 მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მისი ხელმძღვანელობით “სამი ლომი” მე-3 ნახევარფინალს ითამაშებს დიდ ტურნირებზე.

ინგლისის ნაკრებმა პირველად გაიმარჯვა პენალტების სერიაში ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შემდეგ.

ინგლისის ნაკრებმა დიდ ტურნირებზე შესრულებული პენალტების 10 სერიიდან მხოლოდ მეორედ გაიტანა ყველა (5) დარტყმა.

ჯორდან პიკფორდმა დიდ ტურნირებზე 14-დან 4 პენალტი მოიგერია – ორჯერ მეტი, ვიდრე ინგლისის ნაკრების მეკარეებმა ჯამში 1990 წლიდან 2012 წლის ჩათვლით (2 მოგერიებული 36-დან).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარას და ნაპოლის ამბები: ხვიჩა რჩებაო და ნაპოლის ახალი ფეხბურთელები მოჰყავს

20 წლის შემდეგ: ნიდერლანდებმა თამაში მოატრიალა და ნახევარფინალშია