in

ჩვენი მიზანია საქართველოს მსგავსი გავხდეთ: რატომ არ გამოუვიდა ვან ტ’სხიპს და მიქაუტაძეს აიაქსი

საქართველო და სომხეთი ხვალ საღამოს თბილისში კიდევ ერთხელ ითამაშებენ. ცხადია, სტუმრად 3:0 მოგების შემდეგ, ორმატჩიანი დუელის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილია, მაგრამ ხვალ მაინც პრინციპული თამაშია. სომხეთს თავისი აქვს დასამტკიცებელი, ჩვენ კი ჩვენი მიზნები გვაქვს.

მოტივაცია არ გაგვიჭირდება: სანიოლი ხვალ ისევ ძლიერ შემადგენლობას ათამაშებს

დღეს საქართველოს გარდა, პრესკონფერენცია ბუნებრივია სომხეთის ნაკრებმაც გამართა და მათმა ახალმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ისაუბრა.

ჯონ ვან ტ’სხიპი:

„აიაქსი” ოქტომბრის ბოლოს ჩავიბარე, მაშინ მიქაუტაძე არ იყო ფორმაში და სხვებს მეტი გაჰქონდათ. გიორგი ნახევარდაცვაში გადავიყვანეთ. საბოლოოდ ისე მოხდა, რაც მისთვის უმჯობესია.

რაც გუნდი ჩავიბარე, მხოლოდ სამჯერ ვივარჯიშეთ. ვიცი როგორც გვინდა რომ ვითამაშოთ, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება, იმას, რასაც საქართველომ მიაღწია. საქართველოს ნაკრები ახლა განვითარების სხვა ეტაპზე იმყოფება და ჩვენი მიზანია, ამას მივაღწიოთ.

მზად ვართ რევანშისთვის. ერევანში სამი სერიოზული შეცდომა დავუშვით.
ზოგადად კი, გუნდში ცუდი გარემო არაა. ის ინცინდენტი, რაც მოხდა, მოულოდნელია. ფეხბურთელმა აუცილებლად თამაში მოითხოვა, თორემ ნაკრებიდან წავიდოდა. ასეთი რამ კი აბსოლუტურად მიუღებელია.
ჩემ კარიერაში პირველად მოხდა, რომ ფეხბურთელმა თამაშზე უარი თქვა და ნაკრები დატოვა. საუბარია “კაიზერსლაუტერნის” შემტევ რანოსზე“.

არტურ სერობიანი:
„პირველი მატჩისთვისაც სერიოზულად ვემზადებოდით, მაგრამ დავალებების შესრულების გაგვიჭირდა. ერევანში ქართველებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ და ხვალაც ბევრ გულშემატკივარს ველოდებით”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონა თბილისში ოფიციალურ მაღაზიას ხსნის: როდის და სად

შენგელია ყველაზე კარგი იყო: 25 ქულა, მაგრამ წაგება