in

ჩვენი მეტოქეები: წაგებული თურქეთი უკეთესია, ვიდრე მოგებული ჩეხეთი

საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრები გამართეს. ერთმა მოიგო, მეორემ წააგო და ანგარიში კი ერთნაირი იყო 2:1. თუმცა შესაძლოა წაგებულმა უკეთესი შთაბეჭდილება და პოტენციალი აჩვენა, ვიდრე მოგებულმა.
მოკლედ, ჩვენი პირველი მეტოქე თურქეთი პოლონეთთან დამარცხდა, ხოლო ჩეხეთმა შინ ჩრდ მაკედონიას მოუგო.

პოლონეთი – თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 სვიდერსკი (12), 1:1 ილმაზი (77), 2:1 ზალევსკი (90)

თურქეთი: გიუნოქი – აიჰანი (61. დემირალი), აკაიდინი, ბარდაქჩი, მიულდური – ჩალჰანოღლუ (71. ილდიზი), ოზჩანი (61. იოქუშლუ) – ქაჰვეჩი (46. გიულერი), ქოქჩუ, აქთურქოღლუ (82. თოსუნი) – ქილიჩსოი (46. ილმაზი)

თურქეთმა წაგების მიუხედავად აჩვენა, რომ ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რაც ძალიან საყურადღებოა ჩვენთვის. ჰქონდა მომენტებიც, ძალიან კარგი იყო ჰაკან ჩალხანოღლუ. მოკლედ, მთელი ძალისხმევა და თავდადება დაგვჭირდება ამ გუნდთან.

სტუმრები მეორე ტაიმში გააქტიურდნენ და მეკარე შესნიმ რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. კონტრშეტევაზე ორი შანსი პოლონელებსაც მიეცათ. შეცვლაზე შესულმა ილმაზმა 77-ე წუთზე გაათანაბრა. ცოტა ხანში კიდევ შეეძლოთ თურქებს გატანა. მოკლედ, ჩვენი მეტოქე წაგებას არ იმსახურებდა, მაგრამ ისიცაა, რომ სათამაშო დისციპლინა ყოველთვის სათანადოდ ვერ აქვს და თუ დაცვის პრობლემებსაც გავითვალისიწნებთ (პლუს წამყვანი მცველები გამოაკლდა), წესით ჩვენს შემტევებს შანსი მიეცემათ.

საქართველოს ნაკრების მეორე მეტოქემ ჩეხეთმა, საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთი მაკედონია 2:1 დაამარცხა. თუმცა ეს საეჭვო პენალტებით გააკეთა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და მე-60 წუთზე შიკმა პენალტით გაიტანა, თუმცა მალევე გაუშვეს. დარჩენილ დროში ჩეხები ბევრს უტევდნენ, კარგი მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ და სულ ბოლოს შემთხვევით მოახერხეს გამარჯვება.

ჩეხეთს რაიმე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ დაუტოვებია: ფლანგური შეტევები, უზუსტობები, ხოლო, როდესაც მეტოქემ პრესინგი შეთავაზა, ჩეხები აშკარად დაიბნენ. თუმცა ისიცაა, რომ ფიზიკურად ძლიერი და თან უხეში გუნდია.

ჩეხეთი – ჩრდ. მაკედონია 2:1
გოლები: 1:0 შიკი (60, პენ), 1:1 ალიმი (65), 2:1 ბარაკი (90+8, პენ)

ჩეხეთი: სტანეკი – ჰოლეში (89. ლინგრი), ჰრანაცი, კრეიჩი – სუჩეკი – ცუფალი (66. იურაშეკი), ჰლოჟეკი (66. შულცი), პროვოდი (71. ბარაკი), დუდერა – კუხტა (72. ხორი), შიკი (66. ხიტილი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო/ფოტო: საქართველო გერმანიაშია, საქართველო ევროპაზეა

ნაპოლის ამბები: დი ლორენცო მიდის, კვარა გაუშვითო, ოსიმენს მთხოვნელები ჰყავს