საქართველოს ნაკრებმა სახელიანად დატოვა ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი საერთოდ ჩვენი კაცი გახდა, გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ესპანეთთან თამაში ისე არ წაუვიდა, როგორც გვსურდა, მაგრამ არა უშავს. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება.
გიორგი მიქაუტაძე:
“ესპანეთმა გვაჯობა. ჩემი აზრით, ეს ევრო 2024-ზე საუკეთესო გუნდია. როდესაც სისწრაფეებს მოუმატეს, გაგვიჭირდა.
თუმცა, რაც ვაჩვენეთ, იმით კმაყოფილი ვართ. ჩვენი თამაშით შეგვიძლია ვიამაყოთ”.
GIPHY App Key not set. Please check settings