in

ჩვენებს არ ეხებათ, მაგრამ ეხებათ: ბარნლიმ მიქაუტაძის შემცვლელი შეიძინა, ნიუკასლი ვინგერს ყიდულობს

„ბარნლიმ“ გამოაცხადა „ბაზელის“ თავდამსხმელის ზეკი ამდუნის გადასვლის შესახებ.
22 წლის შვეიცარიელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. Transfermarkt-მა ტრანსფერი 18.6 მლნ ევრიდ შეაფასა.
მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში დაბრუნებულ „ბარნლის“ ძალიან სურდა გიორგი მიქაუტაძის აყვანა, მაგრამ „მეცს“ ფასზე ვერ მოურიგდა, ახლა კი აგერ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი იყიდა მისთვის სასურველ ფასად.
ფრანგული პრესა კი წერს, რომ ქართველი ფორვარდი „მეცში“ დარჩება.

ამასობაში ძალიან დიდ თანხას, დაახლოებით 100 მილიონს ჩამოდის „ნიუკასლი“ ხვიჩა კვარაცხელიაში, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ კიდევ ერთი ვინგერი იყიდოს. საუბარია „ლესტერის“ 25 წლის გარემარბზე ჰარვი ბარნსზე, რომელიც ჩაფულიანებულ „კაჭკაჭებს“ 35-40 მლნ ფუნტი (დაახლოებით 46 მლნ ევრო) დაუჯდებათ. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გარიგება კვირის ბოლომდე მორჩება.

კვარაცხელიაზე „ნაპოლით“ გავაგრძელოთ საუბარი. იტალიის ჩემპიონს პრიორიტეტი აქვს – ლო სელსო. „ტოტენჰემის“ 27 წლის არგენტინელი ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას ნომერი პირველი მოთხოვნაა. ფეხბურთელი ბოლო წელიწადნახევარია „ვილიარეალში“ თამაშობდა იჯარით. საუბრები არის, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერი – თქვა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2024-ის ფავორიტები: მთავარი საფრანგეთი და მასპინძელია

ვიდეო: ჰოლანდი მეგაძვირ ფერარის საჭესთან შენიშნეს – ასეთი ავტო მხოლოდ 500 ცალია