in

ჩვენებმა წააგეს: ზურიკოს და საბას საშუალო შეფასებები

ლიგა 1-ის მე-15 ტურში „სენტ-ეტიენი“ ატუმრად „ტულუზასთან“ დამარცხდა – 1:2.
ზურიკო დავითაშვილი ძირითადში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.
თანაგუნდელების ფონზე დიდად ვერც ზურიკო გამოირჩა. თუმცა საგოლე შეტევა მან წამოიწყო.
შეფასებები: sofascore – 6.7, flashscore – 6.7, whoscored – 6.4.

„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 13 ქულით ჯერჯერობით მე-16 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს შინ თასზე „მარსელთან“ ითამაშებს.

ტულუზა – სენტ-ეტიენი 2:1
გოლები: 0:1 სტასენი (53), 1:1 ბაბიკა (55), 2:1 აბუხლიალი (85)

სერია A-ს მე-16 ტურში „ემპოლი“ შინ „ტორინოსთან“ დამარცხდა – 0:1.
საბა გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლოს, 90-ე წუთზე შეცვალეს.
რიგ შემთხვევებში დამაჯერებელი იყო, გაშვებულ გოლში კი ბრალი არ მიუძღვის. მეტოქემ გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა.
შეფასებები: flashscore – 6.7, sofascore – 6.5, whoscored – 6.3.
„ემპოლი“ 19 ქულით მე-10 ადგილზეა და 22 დეკემბერს ბერგამოში „ატალანტას“ შეხვდება.

ესპანეთში, ტრავმირებული გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სტუმრად „ვალიადოლიდთან“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 0:1.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდროს 5 მოხსნა აქვს პორტლენდთან მოგებულ მატჩში

კვარას სერიალი სრულდება: ცნობილია შეთანხმების პირობები