in

ჩვენებმა იტალიაში 50 გოლი გაიტანეს, 25 კვარასია

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში კიდევ ერთი მაგარი მატჩი ჩაატარა. ანგარიშის მიუხედავად, „ნაპოლის“ არც თუ მარტივ შეხვედრაში მოაგებინა. 1:0-ზე მეორე გოლი შეაგდო, იქვე ლუკაკუსაც გაატანინა და თამაშის ბედიც გადაწყვიტა.

ხვიჩას გარდამტეხი გოლი და საგოლე პასი: ნაპოლიმ გასვლაზე მოიგო – კვარა საუკეთესოა

ხვიჩას ეს გოლი 50-ეა იტალიის ჩემპიონატში, რაც ქართველ ფეხბურთელებს გაუტანიათ. თავად კვარაცხელიას ანგარიშზე ზუსტად ნახევარია – 25 გოლი.

ქართველების გოლები სერია A-ში:

კახა კალაძე – 13 გოლი

2001–2010 „მილანი“ – 12
2010–2012 „ჯენოა“ – 1

ლევან მჭედლიძე – 11 გოლი

2008–2019 „ემპოლი“ – 10
2008–2010 „პალერმო“ – 1

ხვიჩა კვარაცხელია – 25 გოლი

2022– „ნაპოლი“ 25

ლუკა ლოჩოშვილი – 1 გოლი

2022- „კრომონეზე“ 1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე ნულოვან მატჩში შეცვლაზე ათამაშეს

ზივზივაძე შესაძლოა მალე ბუნდესლიგაში ვიხილოთ