in

ჩვენებმაც დაიწყეს: საუკეთესო 43-ე ადგილია

ბაკურიანში სტარტი აიღო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა.

ბიატლონში 12.5 კილომეტრზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართა, რომელშიც შიო ქუჩუკიანიც მონაწილეობდა. მან ასპარეზობა 64-ე ადგილზე დაასრულა.

ქუჩუკიანი ბიატლონის სხვა დისციპლინებშიც იასპარეზებს.

გიგანტურ სლალომში მონაწილეობა ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო – ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე, იასონ ვეზდენი და გოგა გულედანი.

64 სპორტსმენს შორის საუკეთესო შედეგი ირაკლი ხერგიანმა აჩვენა. ორი დაშვების ჯამში მისი დრო 1:45.04 წამი გალხდათ, რითიც 43-ე ადგილზე გავიდა.

ორი დაშვების ჯამში 1:49.95 წამით 54-ე იყო გიორგი ჯაფარიძე. 55-ე ადგილი (1:50.23) დაიკავა იასონ ვეზდენმა, ხოლო 59-ე ადგილზე გოგა გულედანი (1:52.51) გავიდა.

„ბაკურიანი 2025“ საქართველოს სამ ქალაქში – ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. სპორტის 8 სახეობაში მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვადარებთ მესის და რონალდოს შედეგიანობას წლების მიხედვით: 14 წლის სტატისტიკა

საქართველომ სადანიოდ ვარჯიში დაიწყო: ჯერ 12 კაცით