in

ჩვენები ჩემპიონთა ლიგაზე: ვინ ითამაშებს და სად – ევროპაში ჩემპიონი ქართველები იმატებს

სეზონი სრულდება და ირკვევა ვინ მოხვდება მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის გუნდები, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ და ვინ შეიძლება ვიხილოთ ევროარენაზე, მით უმეტეს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი გასაგებია, მისი გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა და ლიგაზე პირდაპირ მოხვდა.

ვნახოთ სხვები.

ოთარ კიტეიშვილი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ვიცე-ჩემპიონი გახდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
31-ე ტურში „შტურმი“ 2:3 დამარცხდა ვენის „რაპიდთან“. ამ მატჩში კიტეიშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ასევე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ (დანია), გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის „სლოვანი“ (სლოვაკეთი) და ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი).

პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე არიან ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ (იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“ (უკრაინა) და ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი).

გავაგრძელოთ იმით, რომ კიდევ ორი ქართველი გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ 31-ე ტურში „ვიბორგთან“ სტუმრად მოგებით (2:1) დანიის ჩემპიონობა გაინაღდა. ეს „კოპენჰაგენის“ მე-15 ტიტულია.
ხოჭოლავამ 17 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა, აპრილიდან კი ტრავმის გამო ვეღარ თამაშობდა.

გიორგი გოჩოლეიშვილი კიდევ ერთი ქართველია, რომელიც უცხოეთში ჩემპიონი გახდა. დონეცკის „შახტარმა“ უშუალო კონკურენტი „დნიპრო 1“ 3:0 დაამარცხა და მე-14 ტიტული იზეიმა. 22 წლის მცველი ბოლო ტურში დონეცკელთა სათადარიგოთა შორის იყო.
გოჩოლეიშვილი ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ წელს ჩემპიონები გახდნენ ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუის ენრიკე 8 მილიონს ითხოვს, პრეზიდენტი მზადაა დაუთმოს: კულიბალი ბრუნდება?

აქ ყველას უნდა, რომ დავრჩე, დიდ სიყვარულს, მაგრამ მე სერია A-ში მინდა…