in

ჩვენები იგებენ და გოლები გააქვთ: რას შვრებიან ლეგიონერები

ქართველი ლეგიონერები ახალი სეზონისთვის ემზადებიან და უმეტესი ნაწილი წინასასეზონო შეკრებაზე ამხანაგურ მატჩებს ატარებს. თუმცა ოთარ კიტეიშვილმა და გრაცის „შტურმმა“ ახალი სეზონი უვკე დაიწყეს და ოფიციალური თამაში ჩაატარეს: „შტურმმა“ ავსტრიის თასის მატჩი მოიგო.
1/32-ფინალში გრაცელები სტუმრად „კლაგენფურტს“ შეხვდნენ და თავსხმა წვიმაში 7:2 მოუგეს. კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-18 წუთზე გოლიც გაიტანა (ანგარიში 2:0 გახდა). ჩვენიანი 64-ე წუთზე შეცვალეს.
ავსტრიის ჩემპიონატი პარასკევს, 28 ივლისს იწყება. ალთუნაშვლის „ვოლფსბერგერი“ 29 ივლისს ლინცის „ბლაუ-ვაისს“ შინ შეხვდება, ხოლო „შტურმი“ 30 ივლისს სტუმრად ვენის „აუსტრიას“ ეთამაშება.

გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე საკონტროლო შეხვედრა მოიგო და ისევ გაიტანა. – „მეცმა“ ამჯერად „ტრუა“ დაამარცხა – 3:0.
პირველი რეალური საგოლე შანსი უკვე მე-4 წუთზე მიქაუტაძეს ჰქონდა, გიორგიმ მაგრამ კარს სანტიმეტრებში ააცილა. თუმცა, სამ წუთში ანგარიში მაინც გახსნა.
ჩვენიანს დუბლის შესრულებაც შეეეძლო, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმული კარს ასცდა. მე-60 წუთზე მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალა.
„მეცი“ კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო 13 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება.

ამხანაგური მატჩი გამართა „ბორდომაც“. ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო „ოსერთან“ შეხვედრაში, რომელიც ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო.

სერია B-ში გავარდნილი „კრემონეზე“ ახალი სეზონისთვის მთიან კურორტ ჩელდედიცოში ემზადება და პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.
„კრემონეზემ“ ადგილობრივი სამოყვარულო გუნდი „პიევე დი ბონო“ დაიბრიყვა – 18:0. ერთი გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.
ქართველი მცველი 46-ე წუთზე შევიდა და 78-ზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კრემონული გუნდი შეკრებაზე 4 სპარინგს გამართავს.

„შახტარი“ „აიაქსთან“ წაგების (0:3) შემდეგ კიდევ ერთ ნიდერლანდურ გუნდს შეხვდა, „უტრეხტს“ და 4:2 მოუგო. გიორგი გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპეს ამბები: ტრანსფერზე დაყენება, გუნდიდან გარიყვა, ღალატი… საუდეთი

ნაპოლიმ პრეზენტაცია მოაწყო, კვარაცხელიას ოვაციებით შეხვდნენ