in

ჩვენები ევროპაში: მიქაუტაძეც კარგი იყო და ოდიშარიაც

ევროპა ლიგაზე მე-4 ტური ჩატარდა.

„რიგასმა“ შინ მასზე ბევრად ძლიერ „ანდერლეხტთან“ წამატებულ დროში გატანილი გოლით ფრეს მიაღწია – 1:1.
ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა და სწორედ მისი ჩაწოდებული ბურთი ჩაჭრა საკუთარ კარში მეტოქემ. ოდიშარიამ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: Sofascore – 7.5, Whoscored – 7.3, Flashscore – 7.3. ლუკა სილაგაძე კომპენსირებულ დროში შევიდა შეცვლაზე.

დრამატულ შეხვედრაში ქულები გაიყვეს „ლიონმა“ და „ჰოფენჰაიმმაც“ – 2:2.
გიორგი მიქაუტაძე ძირითადში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის განმავლობაში აქტიური იყო. ბევრს მოძრაობდა, იხსნებოდა. პირველი საგოლე მომენტიც მას ჰქონდა, როცა ბენრაჰმას ფლანგური პასის შემდეგ თავით ურტყამდა კარში, მაგრამ მეკარემ დაიჭირა.
მისი შეფასებებია: Sofascore – 7,0, Whoscored – 6.7, Flashscore – 6.8.

ჰოფენჰაიმი – ლიონი
გოლები: 1:0 ჟანდრე (47), 1:1 აბნერი (66), 1:2 ლაკაზეტი (90+3), 2:2 ტოჰომჯუ (90+5)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის ტენერიფემ წვიმის გამო გადადებულ მატჩში მოიგო

ხვიჩა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტია: მივცეთ ხმა