კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართვეკლების გუნდები შეხვდნენ. ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავის „სპარტაკი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა.
ჩვენები შეცვლაზე შევიდნენ: მექვაბიშვილი მხოლოდ 82-ე წუთზე, ხოლო მოისწრაფიშვილი ხუთი წუთით ადრე.
განმეორებითი მატჩი ერთი კვირის შემდეგ, 14 აგვისტოს სლოვაკეთში გაიმართება.
ლიმასოლის „არისმა“, სადაც გიორგი ქვილითაია თამაშობს, ათენის აეკ-ს უმასპინძლა და 2:2 ითამაშა.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 72-ე წუთზე გააფრთხილეს. 77-ე წუთზე კი შეცვალეს.
ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პაოკ-ის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო „ვოლფსბერგერთან“ შეხვედრაში – 0:0.
ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ „პანათაინაიკოსთან“ უგოლო ფრე ითამაშა – 0:0. ქართველი მცველი თადარიგში იყო.
ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების დაპირისპირება არ შედგა: „ქაირათის” ნახევარმცველი გიორგი ზარია დისკვალიფიცირებული იყო (წინა ეტაპზე სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს), ხოლო „სლოვანის“ გურამ კაშიამ სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა. „ქაირათმა” 1:0 მოიგო.

GIPHY App Key not set. Please check settings