NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა” “ვაშინგტონ ვიზარდსი” დაამარცხა – 120:105.
ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, ქულა ვერ აიღო და 1 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა აქტივში.
„ორლანდო” 33 მოგებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8
ადგილზეა და 25 მარტს, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ ითამაშებს.
სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიო სპურსმა” კი “ფილადელფია 76” დაამარცხა – 128:120.
წინა მატჩის რეკორდსმენი გმირი ამჯერად 12:34 წუთი ათამაშეს და სანდრომ მხოლოდ 2 ქულა იკმარა, რასაც 4 მოხსნა და 1 პასი მიუმატა.
„სან ანტონიო” 30 მოგებით და 39 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და 24 მარტს “ტორონტო რაპტორსს” შეხვდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings