in

ჩეხეთს საქართველოსთან ფეხბურთელები აკლდება: იმათ მწვრთნელს რევანში უნდა და სჯერა, რომ მოიგებენ

საქართველოს ნაკრები ჩეხეთში იმყოფება, სადაც ხვალ ბოლო, გადამწყვეტი მატჩი აქვს იქაურ ნაკრებთან და ეს შეხვედრა გადაწყვეტს კიდეც ვინ იქნება პირველი ჯგუფში. ჩვენ მოგება გვინდა.

ჩეხეთს ჩვენთან შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ ეყოლება. ჩამონათვალს ბოლოს ტომას ჰორი და ტომას სოუჩეკი შეუერთდნენ.
„ვესტ ჰემში“ მოთამაშე გუნდის კაპიტანმა სოუჩეკმა ალბანეთთან ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს წინააღმდეგ თამაშს გამოტოვებს.
ამავე მიზეზით არ ითამაშებს პრაღის „სლავიის“ ფორვარდი ტომას ჰორი. მის ნაცვლად „სლავიის“ მეორე თავდამსხმელი, ასევე ტანმაღალი მოიმირ ჰიტილი (187 სმ) გამოიძახეს.

შეგახსენებთ, ადრევე გახდა ცნობილი, რომ ლევერკუზენის „ბაიერის“ თავდამსხმელი პატრიკ შიკი არ იქნებოდა. ჩეხებს ასევე დააკლდათ ლადისლავ კრეიჩი (ჟირონა), მარტინ ვიტიკი (სპარტა), ტომას ვლეჩეკი (პრაღის სლავია), იაროსლავ ზელენი (სპარტა) და დავიდ ზიმა (სლავია).

ალბანეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩეხეთის მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა, რომელმაც საქართველოსთან თამაშზეც ისაუბრა:

„ჯგუფში სიტუაცია ჩვენს ხელთაა. აქედან გამომდინარე, მჯერა, ბოლო მატჩში ჩვენს მიზანს მივაღწევთ და პირველ ადგილზე გავალთ. თბილისში წავაგეთ და საქართველოსთან რეპუტაცია უნდა აღვიდგინოთ. ეს ჩვენი ყველაზე უარესი თამაში იყო. ალბათ, დაცვით ტაქტიკას აირჩევენ და კონტრშეტევებზე ითამაშებენ. მოტივირებულები ვართ, თან შინ ვთამაშობთ და მჯერა, გულშემატკივრების თანადგომით, მოვიგებთ“.

ერთა ლიგის B1 ჯგუფში, ბოლო ტურის წინ 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და ბურთების უარესი მაჩვენებლით მესამე ადგილზ ალბანეთია, უკრაინა კი 5 ქულით აუტსაიდერია.
19 ნოემბერს ჩეხეთი საქართველოს, ხოლო ალბანეთი უკრაინას უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ზაფხულში ნაპოლიდან წავა

შენგელიას მარათონული კვირა დაიწყო: პირველი მატჩი – 19 ქულა და მოგება