in

ჩეხეთი საქართველოსთან მოგებას აპირებს: მეტოქეს ახალი გეგმა აქვს

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგას რთული საშინაო მატჩით იწყებს. ჩეხეთი ევრო 2024-ზე გამოვცადეთ და ერთის მხრივ წაგებაც შეგვეძლო და ბოლო წამს მოგებაც. მეტოქე კი უთუოდ დასაფასებელი და ძლიერია. უშანსოდ და უიმედოდ ნაღდად არ ვართ, უფრო პირიქით, თუმცა მოგების იმედი მეტოქესაც აქვს.

რაც მეტს მიაღწევ, უფრო მეტი გინდა: ჩეხეთს ახლა უკეთ უნდა ვეთამაშოთ, ვიდრე ევროზე

ახალი ოცნება გვაქვს: მსოფლიო დონის ახალგაზრდები გვყავს – კაპიტანს მუნდიალზე უნდა

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა და პრემიერლიგაში მოთამაშე კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა მატჩის წინა ტრადიციული პრესკონფერნცია გამართეს.

ივან ჰაშეკი:

„საქართველოსთან მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებული იყვნენ. ასეთ შემთხვევაში შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ერთა ლიგაზე დიდ იმედებს ვამყარებთ.

ქართველ გულშემატკივარს ძალიან ვაფასებ. ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, თუ როგორი ქომაგობა შეგიძლიათ. თუმცა მატჩის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, მომენტების რეალიზებას როგორ შევძლებთ და ფეხბურთელბი დავალებებს როგორ შეასრულებენ“.

ტომაშ სოუჩეკი:

„დადებითი მოლოდინი მაქვს, როგორც ევრო 2024-ის თამაშამდე. ვიცი, რომ საქართველოში ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს და ბილეთები მალევე გაიყიდა. ასეთ ატმოსფეროში კარგ თამაშს ველით.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ბევრი კარგი მომენტი შევქმენით და მოგების დიდი შანსი იყო. საქართველო კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერი გუნდია და ყურადღებას ამასაც მივაქცევთ.

თბილისში კარგი განწყობით ჩამოვედით და ახალი გეგმა გვაქვს. რას ვიტყვი მამარდაშვილზე? ის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე იყო და “ლივერპულში” ტრანსფერს ნამდვილად იმსახურებდა.
მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, მოგების უფრო დიდი შანსი ჩეხეთის ნაკრებს აქვს და იმედი მაქვს, 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება. საამისოდ მაქსიმუმს გავაკეთებთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაც მეტს მიაღწევ, უფრო მეტი გინდა: ჩეხეთს ახლა უკეთ უნდა ვეთამაშოთ, ვიდრე ევროზე

ინა და გიორგი ქალდანები პარალიმპური თამაშების მედალოსნები არიან