ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის 31-ე ტურში ვენაში „რაპიდთან“ დამარცხდა – 1:3. არადა, ფრედ რომ ეთამაშა, ვადამდე გახდებოდა ჩემპიონი.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
შეფასებები: sofascore – 7.5. flashscore – 6.7.
რაპიდი – შტურმი 3:1
გოლები: 1:0 ბოლა (20), 2:0 ბურგშტალერი (41), 2:1 გრგიჩი (66), 3:1 ბოლა (78)
ბოლო ტურის წინ გრაცის „შტურმი“ 39 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა და ჩემპიონობისთვის ერთი ქულა სჭირდება. მეორე-მესამე ადგილზე 36-36 ქულით „აუსტრია“ და „ვოლფსბერგერი“ არიან.
„შტურმი“ 24 მაისს „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლებს.

GIPHY App Key not set. Please check settings