in

ჩემპიონი უსახელოდ წავიდა, გერმანიას ცოტა გაუმართლა

ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფები დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს ორი ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა – 2:0. ასეთი ანგარიშით ულაპარაკოდ მოუგო შვეიცარიამ მოქმედ ჩემპიონ იტალიას და უსახელოდ გაამგზავრა შინ.
მასპინძელმა გერმანიამაც დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა საკვანძო ეპიზოდში ცოტა გაუმართლა კიდეც. ჯერ იყო და VAR-მა დანიას გოლი გააუქმა, იქვე, ერთ წუთში გერმანელების შეტევისას კი ასევე გამეორებაზე ნახეს და ბურთის ხელზე მოხვედრის გამო პენალტი დანიშნეს. ანგარიში გაიხსნა და მერე სხვა თამაში წავიდა…
საინტერესოა, რომ 35-ე წუთზე მატჩის არბიტრმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა. მიზეზი ამინდის გაუარესება იყო. ჭექა-ქუხილს ძლიერი წვიმა და სეტყვა მოჰყვა. თამაში 15 წუთში განახლდა.

საინტერესო სტატისტიკა: ევროს გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გავარდა 1/8 ფინალიდან – ესპანეთი, პორტუგალია და იტალია.

ევრო 2024. 1/8 ფინალი

შვეიცარია – იტალია 2:0
29 ივნისი. ბერლინი. “ოლიმპიაშტადიონი”. 68 172 მაყურებელი
გოლები: 1:0 ფროილერი (37. ვარგასის პასით), 2:0 ვარგასი (46. ებიშერის პასით)

შვეიცარია: ზომერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი, ებიშერი (90+2. შტეფენი), ფროილერი, ჯაკა, რიდერი (71. სტერჯუ), ნდოიე (77. სიერო), ვარგასი (71. ცუბერი), ემბოლო (77. დუა)

იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, მანჩინი, ბასტონი, დარმიანი (75. კამბიაზო), კრისტანტე (75. პელეგრინი), ფაჯოლი (86. ფრატეზი), ბარელა (64. რეტეგი), კიეზა, ელ შაარავი (46. ძაკანი), სკამაკა

გაფრთხილება: ბარელა (35), ელ შაარავი (45), მანჩინი (57)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: რუბენ ვარგასი

შვეიცარიის ნაკრები ბოლო 18-დან მხოლოდ 1 მატჩში დამარცხდა.

ამ შეხვედრამდე იტალიას შვეიცარიასთან 11 მატჩი არ ჰქონდა წაგებული.

შვეიცარიის ნაკრებმა ბოლო 9 მატჩში პირველად დაამარცხა იტალია, ხოლო 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ – მეორედ.

შვეიცარიას ჩემპიონატზე 7 გოლი აქვს გატანილი და შვიდივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა.

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ ტურნირში პირველად წააგო 2 მატჩი.

ევრო 2004-ის შემდეგ იტალიის ნაკრებმა პირველად ვერ მოახერხა ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა.

გერმანია – დანია 2:0
29 ივნისი. დორტმუნდი. “BVB არენა”. 61 612 მაყურებელი
გოლები: 1:0 ჰავერტცი (53-პენ), 2:0 მუსიალა (68. შლოტერბეკის პასით)

გერმანია: ნოიერი, კიმიხი, რიუდიგერი, შლოტერბეკი, რაუმი (80. ჰენრიხსი), ანდრიხი (64. ემრე ჯანი), კროოსი, მუსიალა (80. ვირტცი), გიუნდოგანი (64. ფიულკრუგი), სანე (88. ანტონი), ჰავერტცი-8.1

დანია: შმეიხელი, ანდერსენი, ვესტერგაარდი, ა. კრისტენსენი (81. ბრუუნ ლარსენი), ბა (81. კრისტიანსენი), დილეინი (69. ნორგაარდი), ჰოიბერგი, მელე, ერიქსენი, სკოვ ოლსენი (69. პოულსენი), ჰოილუნდი (81. ვინდი)

გაფრთხილება: ბა (57), მელე (60)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ანტონიო რიუდიგერი

გერმანიის ნაკრებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე 4-დან 3 მატჩი მოიგო – იმდენი, რამდენიც წინა 12 მატჩში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

გერმანიამ ევრო 2024-ზე 10 გოლი გაიტანა. ეს მისი თანარეკორდია ევროპის ჩემპიონატზე.

დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე მასპინძლებთან 6-ჯერ დამარცხდა. პირველად 1988 წელს გერმანიასთან (1:2), მეექვსედ – ევრო 2024-ზე, ისევ გერმანიასთან.

ჯამალ მუსიალამ ევროპის ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძეს დაეწია.

21 წლის, 4 თვისა და 3 დღის ჯამალ მუსიალამ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა. ტურნირის ისტორიაში, ანალოგიური შედეგისთვის უფრო ახალგაზრდულ ასაკში მხოლოდ უეინ რუნის (18 წლის, 7 თვის და 28 დღის, ევრო 2004-ზე) მიუღწევია.

მანუელ ნოიერმა გერმანიის ნაკრების მაისურით მე-19 მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატებზე და გუნდის რეკორდსმენი გახდა. მან ბასტიან შვაინშტაიგერს (18) გაასწრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვალ ახალი მატჩია და მოუთმენლად ველით საქართველოს ჰიმნის კიდევ ერთხელ აჟღერებას: სანიოლი მხოლოდ დაცვაში თამაშს არ აპირებს

ვეცდებით არ დამთავრდეს ეს ბედნიერი დღეები…