ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი თამაშები იწყება. დღეს პირველი ნახევარფინალია და ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. მისი პსჟ ეთამაშება გუნდს, რომელისაც სუპერკომპიუტერი ტურნირის ფავორიტად მიიჩნევს.
Opta Sports-ის სუპერკომპიუტერმა ნახევარფინალების წინ ფავორიტები დაასახელა.
პირველ ადგილზეა „არსენალი“ – 31.3%.
შემდეგ მოდის „ბარსელონა“ – 27.4%.
პსჟ – 22% და „ინტერი“ – 19.2%.
მოგეხსენებათ, ნახევარფინალებში ერთმანეთს “არსენალი”-პსჟ და “ბარსელონა”-“ინტერი” ხვდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings