in

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები: ვისი სჯერათ ყველაზე მეტად – სადამდე ამოვიდა პსჟ

ჩემპიონთა ლიგა ჩვეულ გზას დაადგა: წინ კლასიკური პლეი-ოფებია მერვედფინალიდან.

ტურნირის დაწყებამდე ერთ-ერთი ფავორიტი წავიდა. „მანჩესტერ სიტი“ პირველ ტურამდე 3.50 კოეფიციენტით ყველას უსწრებდა. უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ბუქმეკერების ფავორიტი ტურნირს მერვედფინალამდე ტოვებს.
ზოგადადაც ინგლისი აღარ არის პირველი პრეტენდენტი.
ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ტოტალიზატორები თვლიდნენ, რომ ევროპის მთავარ თასს სწორედ ინგლისური კლუბი მოიგებდა. ალბათობა იყო 47%. ახლა პრემიერლიგის გუნდების შანსები შემცირდა.

„ლივერპულმა“ დიდი ხანია შეცვალა „სიტი“ პირველ ადგილზე არა მხოლოდ ჩემპიონატში, არამედ ფსონებითაც. მისი შანსებია 4.00-4.50.
„არსენალი“ დიდი ხნის განმავლობაში მეორე ადგილზე იყო, მაგრამ მადრიდის “რეალის” დამაჯერებელმა ორმა მატჩმა შეცვალა ანალიტიკოსების მოსაზრება: მადრიდელებმა მიკელ არტეტას გუნდი განზე გასწიეს.

ბუნდესლიგას და ლა ლიგას სამი წარმომადგენელი ჰყავს. გერმანიას, ალბათ, ყველაზე სერიოზული პრეტენდენტთა ტრიო ჰყავს ტურნირის ისტორიაში. დორტმუნდის „ბორუსია“ შარშანდელი ფინალისტია, „ბაიერს“ შეუძლია ნებისმიერი დაამარცხოს და „ბაიერნი“ კიდევ მუდმივად ტოპ ფავორიტებშია.

ლევერკუზენი, ერთი შეხედვით, დაუფასებელია. შანსები 20.00. ამასთან, „ბაიერი“ ფაქტობრივად გამოეთიშა ბუნდესლიგაში საჩემპიონო რბოლას და შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე ფოკუსირებას. ანალოგიურ სიტუაციაშია დორტმუნდი – მათი გზა ფინალამდე 35.00 კოეფიციენტით იწყება.

ლა ლიგას ჯერ კიდევ ჰყავს თავისი ტრადიციული გიგანტები. შედარებითი სტაბილურობა ესპანეთს საშუალებას აძლევს ინგლისი რეიტინგში ჩააჩოჩოს – ესპანელებს უფრო ძლიერი ტრიო ჰყავთ. თუმცა, „ასტონ ვილა“ უფრო ახლოსაა აუტსაიდერებთან. უნაი ემერის გუნდის შანსები 30.00-35.00 დიაპაზონშია. „რეალი“ და „ბარსელონა“ კი ოთხეულში არიან, პლუს „ატლეტიკო“ მერვე ადგილზეა.

სერია A ტურნირში ხუთი კლუბით შევიდა, მაგრამ მხოლოდ „ინტერი“ გავიდა 1/8 ფინალში. „ფეიენორდმა“ და პსვ-მ „მილანი“ და „იუვენტუსი“ დაამარცხეს. ორი კლუბი კლასიკურ პლეი-ოფში ერედივიზიისთვის ნამდვილი გარღვევაა.
„ინტერი“ ამჟამად საკმაოდ დაბლაა, კოეფიციენტი დაახლოებით 12.00, თუმცა მილანელებს რვა მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გაშვებული.

პსჟ დაბრუნდა ბრძოლაში. საერთო ეტაპზე რამდენიმე მარცხის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდისთვის 50.00-იც კი ვნახეთ, მაგრამ ახლა ისინი ხუთეულს უახლოვდებიან – 10.00.

„ბრიუგე“ 36-გუნდიან ჯგუფში აუტსაიდერებს შორის იყო, პლეი-ოფის წინ ბოლო იყო და არც ახლა წასულა წინ: ბელგიელებზე კოეფიციენტი 100.00-ს მაინც არ აჭარბებს.

ლივერპული – 4.5 (სტარტამდე 14.0)
რეალი – 5.0 (4.5)
ბარსელონა – 6.0 (13.0)
არსენალი – 6.1 (10.0)
ბაიერნი – 7.0 (13.0)
პსჟ – 10.0 (20.0)
ინტერი – 12.0 (25.0)
ატლეტიკო – 16.0 (30)

წილისყრა გაიმართება პარასკევს, 21 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საატზე. გუნდები ნახავენ ფინალისკენ მიმავალ ზუსტ მარშრუტს.

აი სავარაუდო წყვილები:

პსჟ – ლივერპული / ბარსელონა
ბრიუგე – ლილი / ასტონ ვილა
რეალი – ატლეტიკო / ლევერკუზენი
პსვ – არსენალი / ინტერი
ფეიენოორდი – ინტერი / არსენალი
ბაიერნი – ლევერკუზენი / ატლეტიკო
დორტმუნდი – ასტონ ვილა / ლილი
ბენფიკა – ბარსელონა / ლივერპული

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა: ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია

საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია: მოუგე დანიას და წადი ევროპაზე