ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის წყვილები რომ გაირკვა, ბუქმეკერებმა და სხვადასხვა ანალიტიკურმა საიტებმა განახლებული პროგნოზი გააკეთეს. ახლა კი Opta-ს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის 10 ფავორიტი გამოთვალა.
აქაც ფავორიტი თასის მოქმედი მფლობელი „სიტია“, რომელსაც „ბაიერნი“ და „რეალი“ მოჰყვებიან.
აღსანიშნავია, რომ ათეულში ვერ მოხვდა კვარაცხელიას „ნაპოლი“.
კომპიუტერს ფავორიტების ათეული პროცენტული შანსებით ასეთი გამოუვიდა:
სიტი – 28,7%
ბაიერნი – 14,2%
რეალი – 13,9%
ინტერი – 9,9%
არსენალი – 9%
პსჟ – 4,9%
ბარსელონა – 3,4%
ატლეტიკო – 3%
პსვ – 2,6%
დორტმუნდი – 2,4%
GIPHY App Key not set. Please check settings