ჩემპიონთა ლიგა დასრულდა და უეფამ საუკეთესოებიც გამოავლინა. სიმბოლური ნაკრები შეადგინა WhoScored-მაც.
ეს გუნდი საშუალო შეფასებების მიხედვით ჩამოყალიბდა. მასში მოხვედრა მხოლოდ იმ ფეხბურთელებს შეეძლოთ, რომლებიც მინიმუმ ¼ ფინალამდე მივიდნენ და არანაკლებ 700 წუთი ითამაშეს.
აი რა გამოვიდა:
მეკარე: ანდრე ონანა („ინტერი“, საშუალო ქულა – 7,17);
მცველები: ალექს გრიმალდო („ბენფიკა“, 7, 39), კიმ მინ ჯე („ნაპოლი“, 7,20), რუბენ დიაში („სიტი“, 7,26), ჯოვანი დი ლორენცო („ნაპოლი“, 7,43);
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი („სიტი“, 7,48), ჯოშუა კიმიხი („ბაიერნი“, 7,68), ფედერიკო ვალვერდე („რეალი“, 7,36);
თავდამსხმელები: ვინისიუსი („რეალი“, 7,77), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“, 7,56), ჟოაო მარიო („ბენფიკა“, 7,25).
როგორც ხედავთ, საუკეთესო შეფასება ნახევარფინალიდან გავარდნილ ვინისიუსს გამოუვიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings