Opta-ს ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია.
4 ტურის შემდეგ „სიტის“ ტურნირის მოგების შანსები 19%-ით არის შეფასებული. ასევე ფავორიტთა სამეულში არიან გატამაშების ლიდერი „ლივერპული“ (17%) და „ინტერი“ (12%).
მეოთხე ადგილს იკავებს „ბარსელონა“ (9%), მეხუთე – „არსენალი“ (8%). მე-6 ადგილს 6 პროცენტით „სპორტინგი“ და მადრიდის „რეალი“ ინაწილებენ.
„ბაიერნმა“ და „ბაიერმა“ 4% მიიღეს.
პსჟ-სა და „ატალანტას“ შანსები 3 პროცენტით არის შეფასებული.
GIPHY App Key not set. Please check settings