ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა. დაიწყო პლეი-ოფები და ორმა ფავორიტმა პირველი მატჩები მოიგო, ხოლო ბუქმეკერებს შორის ფავორიტების ამბავში დიდად არაფერი შეცვლილა, თუმცა კოეფიცინებში კი შეიტანეს შესწორებები.
მოქმედი გამარჯვებული „სიტი“ მთავარი ფავორიტია. თუ ადრე მის გამარჯვებაზე 3.3 იყო, ახლა 3.1-ია.
მას მოყვება „ბაიერნი“ – 5.5 (იყო 6.5).
მოუმატეს „რეალმა“ და „არსენალმა“ – 6.5. არადა, მადრიდელებს ჯგუფურ ეტაპამდე 10.0 ჰქონდათ კოეფიციენტი, ხოლო ლონდონელებს – 11.0.
შემდეგ არიან პსჟ და „ბარსელონა“. პარიზელებს 15.0 დარჩათ, „ბარსას“ შანსები კი ოდნავ შემცირდა – ახლა 16.0 (იყო 15.0).
სამაგიეროდ საგრძნობლად მოუმატა „ინტერმა“. სერია ა-ში კარგი თამაშის გამო მის სალიგო შანსები 18.0-ად შეაფასეს, არადა 30.0 ჰქონდა.
„ატლეტიკოს“ კოეფიციენტი 23.0-ია, ჰქონდა 25.0.
გვარიანად შემცირდა დორტმუნდის „ბორუსიას“ კოეფიციენტი, ალბათ იმიტომ, რომ ურთულესი ჯგუფში პირველი იყო. ახლა გერმანული კლუბის კოეფიციენტი 28.0-ია, არადა 41.0 ჰქონდა.
და „ნაპოლი“: ორჯერ გაუარესდა. ცუდ დღეში მყოფი იტალიის ჩემპიონის შანსები 50.0-ია, იყო 25.0
GIPHY App Key not set. Please check settings