in ,

ჩემპიონთა ლიგა: ლევანდოვსკი კვირის ფეხბურთელია, მბაპეს გოლი პირველია

„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშედ აღიარეს.

34 წლის ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა პლზენის „ვიკტორიას“ წინააღმდეგ (5:1).

გამოკითხვაში ლევანდოვსკიმ აჯობა ლეროი სანეს („ბაიერნი“), კილიან მბაპეს (პსჟ) და პეტრ ზელინსკის („ნაპოლი“).

გამოავლინეს საუკეთესო გოლიც.
კილიან მბაპეს პირველი გოლი „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გოლად დაასახელეს.

პსჟ-ს ფორვარდმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა „იუვენტუსთან“ შეხვედრაში (2:1) ნეიმარის პასის შემდეგ.

მეორე ადგილზე გავიდა „ბარსელონას“ ჰავბეკის ფერან ტორესის გოლი „ვიკტორიასთან“, მესამეა „ბაიერნის“ ვინგერის ლეროი სანეს გოლი „ინტერთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალი მარადონა: ფენომენაპოლი

დედოფალი ელიზაბეთ II და მშვენიერი თამაში სახელად ფეხბურთი: ვესტ ჰემი, არსენალი, ქრიუ ალექსანდრია და სამი ლომის დიდი სიყვარული