უეფას წევრმა საფეხბურთო ასოციაციებმა ჩემპიონთა ლიგის რეფორმის საკითხზე კონფერენცია გამართეს.
შეხვედრაში მონაწილეობდა უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი.
განიხილეს ტურნირის ფორმატის ცვლილებების იდეა, რაც მონაწილე გუნდების 32-დან 36-მდე გაზრდას ითვალისწინებს. ჯგუფური ეტაპი კი „შვეიცარიული სისტემით“ გაიმართება, სადაც თითოეული კლუბი 10 მატჩს ჩაატარებს.
55 ასოციაციიდან არცერთი არ გამოსულა წინააღმდეგი. Sky Sports წერს, რომ მოლაპარაკებებმა პოზიტიურად ჩაიარა.
ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აპრილის მერე მიიღებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings