უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის განახლებული ვერსია წარადგინა.
მოგეხსენებათ, მელოდია ტურნირის მატჩების წინ ჟღერს.
ახალ ვერსიაში შეიცვალა ინსტრუმენტული ნაწილი და აქცენტი ვოკალურ ნაწილზე გაკეთდა.
ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2024-25 წლების სეზონი განსხვავებული ფორმატით, ე.წ. შვეიცარიული პრინციპით ჩატარდება. გაუქმდა ტრადიციული ჯგუფებში გადანაწილება და 36 მონაწილეს (32-ის ნაცვლად) საერთო ცხრილი ექნება, თითოეული გუნდი კი პლეი-ოფამდე 4 საშინაო და 4 გასვლით მატჩს (სხვადასხვა მეტოქეებთან) ჩაატარებს.
უკვე ცნობილია ლიგის 29 მონაწილე, დანარჩენს კი პლეი-ოფი გაარკვევს.
GIPHY App Key not set. Please check settings