in

ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენების გუნდებმა ისევ წააგეს: როგორ ითამაშეს კიტეიშვილმა და კაშიამ

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა.
კიტემ პირველი ტაიმის დასასრულს თავისი გუნდი გადაარჩინა, როდესაც ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.
ქართველის თამაში ჯამში დადებითად შეფასდა: whoscored – 7.5, sofascore – 7.5, flashscore – 6.8.
4 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ კვლავ უქულოდაა და 27 ნოემბერს ესპანურ „ჟირონას“ უმასპინძლებს.

გურამ კაშიას „სლოვანი“ ზაგრების „დინამოსთან“ 1:4 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გახსნა.
კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო და 79-ე წუთზე შეცვალეს. შეფასებები: flashscore – 6.2, sofascore – 6.1, whoscored – 5.6.
„სლოვანს“ 4 ტურის შემდეგ ქულა არ აქვს, 26 ნოემბერს შინ „მილანს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძემ სრულად ითამაშა, უოტფორდმა წააგო

რეალს და სიტის შემოსცხეს, ლივერპული იდეალურია – ჩემპიონთა ლიგის ამბები