უეფამ გამოაცხადა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშგარე მდგომარეობის განსაზღვრის ნახევრად ავტომატური სისტემის გამოყენების თაობაზე.
ტექნოლოგიას ჯგუფურ ეტაპზე დანერგავენ. მუშაობას უზრუნველყოფს სპეციალური კამერები, რომელსაც შეეძლება თითოეული ფეხბურთელის სხეულის მდგომარეობა 29 წერტილზე დააფიქსიროს.
ვარაუდობენ, რომ ვიდეოასისტენტების დახმარებით მსაჯის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო 70 წამიდან 25 წამამდე შემცირდება. ამასთან, სტადიონზე ეპიზოდის სამგანზომილებიან მოდელს აჩვენებენ.
უეფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელის რობერტო როზეტის თქმით, სისტემა ოფიციალური მატჩებისთვის მზადაა და დანერგილია ყველა იმ სტადიონზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის მატჩები გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings