ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი ბოლოა ახლანდელი ფორმატით. მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება და შემოვა შვეიცარიული სისტემა.
გუნდები ჯგუფებში აღარ განაწილდებიან – 36 გუნდი შექმნის ერთიან სატურნირო ცხრილს ე.წ. შვეიცარიული სიტემით. კლუბებს ექნებათ 10 მატჩი (5 შინ და 5 გარეთ), კალენდარი წინასწარ არ იქნება ცნობილი: მეტოქეები შეირჩევიან იდენტური შედეგებით, ანუ გამარჯვებულები შეხვდებიან გამარჯვებულებს, წაგებულები კი ერთმანეთში ითამაშებენ. სულ ჩატარდება 144 მატჩი ამჟამინდელი 96-ის ნაცვლად.
8 თამაში 10 კვირაზე განაწილდება. გათამაშების დასრულების შემდეგ პირველი 8 გუნდი პირდაპირ გავა 1/8 ფინალში, ხოლო 9-24 ადგილებზე გასულები დამატებით ითამაშებენ (ორი მატჩი), რომლის შედეგად პლეი -ოფში გამსვლელი მეორე რვა გუნდი გაირკვევა.
1/8 ფინალიდან ჩვეულებრივ ითამაშებენ, გავარდნაზე.
GIPHY App Key not set. Please check settings