in

ჩემი შვილი საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს: ხურციძის დედა

პროფესიონალი ქართველი მოკრივე, საშუალო წონაში მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე 14 სექტებერს 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ ვირჯინიის ციხეს დატოვებს.

ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ იგი აქტიური სპორტული კარიერის გაგრძელებას აპირებს.

ავთანდილ ხურციძე 14 სექტემბერს საპატიმროს დატოვებს

ავთანდილ ხურციძის დედა მაყვალა ხურციძე “TV პირველთან” საუბარში საქართველოს მთავრობას უყურადღებბაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მისი შვილი საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს.

“საქართველოს მთავრობა უნდა დახმარებოდა ჩემს შვილს და არა ამერიკა, ჩვენი ხელისუფლება არ დაეხმარა და სწორედ ამიტომ ამერიკას უხდის მადლობას. ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ… ავთოს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა. საპყრობილეს მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს”, – ამბობს ხურციძის დედა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილთნ ვალენსია 3-წლიან კონტრაქტს აფორმებს: მილიონ ევრომდე წელიწადში და 20 მილიონი გამოსასყიდ თანხად

17 წლის ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია