in

ჩემი ოჯახიც და მეც აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ: შერმადინი ტენერიფეში კიდევ ერთი წლით დარჩა

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი მომდევნო სეზონს ისევ ესპანურ „ტენერიფეში“ გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის საიტი ავრცელებს და თავად ქართველი კალათბურთელის კომენტარიცაა.

გიორგიზე წერენ:

„შერმადინს დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში. გასულ სეზონში ის ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, საშუალოდ 12 ქულას, 5.2 მოხსნასა და 1.4 პასს აგროვებდა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 17.7 ჰქონდა.

გიორგი „ტენერიფეს“ დაეხმარა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის მოგებაში.

ის ორჯერ დასახელდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ (2020/21 და 2022/23), ყველაზე მეტჯერ გახდა თვის საუკეთესო (13) და კვირის საუკეთესო კალათბურთელი (22).

მას შემდეგ, რაც „ტენერიფეში“ ჩაირიცხა, შერმადინმა ყველა ტურნირზე, ჯამში, 258 ოფიციალური მატჩი გამართა: 163 – ესპანეთის ჩემპიონატში, 9 – ესპანეთის თასზე, 2 – ესპანეთის სუპერთასზე, 79 – ჩემპიონთა ლიგაზე და 4 – საკონტინენტთაშორისო თასზე“.

სოცქსელებში შერმადინის მცირე კომენტარიცაა:

“ტენერიფეში კიდევ ერთი წლით დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ“.

“ჩემი ოჯახიც და მეც აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ“.

“ვფიქრობ, ბოლო წლებში კლუბისთვის კარგი სამუშაო გავწიეთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მინდა ერთ სიბინძურეზე კომენტარი გავაკეთო: კალაძე ბუდუს უთამაშებლობაზე და საქართველოს ნაკრებზე

მთელი ძალით საქართველოსთან: კრიშტიანო ემზადება და მოგებით გვემუქრება