საფეხბურთო მოედანზე ერთ დროს მტრები ახალ გარემოში მეგობრებად ყალიბდებიან. პსჟ-ს ახალწვეულმა სერხიო რამოსმა აწ უკვე თანაკლუბელ ლეო მესის შეთავაზა მთელი ოჯახით მასთან სახლში გადასულიყო.
„თუ შენ და შენი ოჯახი ისურვებთ, რომ სახლში იცხოვროთ დაა არა სასტუმროში, შეგიძლიათ ჩემთან დარჩეთ“, – თქვა რამოსმა და ამის შესახებ AS წერს El Pais-ზე დაყრდნობით.
რამოსი თავისუფალი აგენტის უფლებით გადავიდა პსჟ-ში „რეალიდან“, ხოლო მესი ასევე თავისუფალ აგენტად და უფასოდ „ბარსელონადან“.
მესიმ პარიზელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 1 წლით გახანგრძლივების პირობით.
GIPHY App Key not set. Please check settings