in

ჩელსიში წმენდა გრძელდება: გრანოვსკაიას შემდეგ გუნდი ჩეხმაც დატოვა

ახალი მფლობელის მოსვლას მუდმივად ახლავს სელექცია, როგორც მოთამაშეების ასევე უშუალოდ შიდა სამზარეულოში. ჰოდა, არც ლონდონის „ჩელსია“ გამონაკლისი და ტოდ ბოუელის მოსვლის შემდეგ დირექტორატში არაერთი ცვლილება მოხდა.

1 კვირის წინ „ჩელსი“ ღვაწლმოსილ მარინა გრანოვსკაიას გამოეთხოვა და ამის შესახებ მოგახსენეთ. ახლა კი ლონდონელებს ლეგენდარული პეტერ ჩეხი დაემშვიდობა, რომელიც ტექნიკური და პერფორმანსული მრჩეველი იყო. „ტელეგრაფის“ თანახმად, კლუბმა მას აგვისტოს ბოლომდე დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ლეგენდარულმა ჩეხმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ახალი მფლობელის მოსვლა ნიშანი იყო, რომ კლუბი უნდა დამეტოვებინა. „ჩელსი“ ძალიან კარგ ხელშია მოხვედრილი და გუნდის მომავალ წარმატებაში ეჭვი არ მეპარება“- პეტერ ჩეხის ეს სიტყვები „ჩელსის“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

„ჩელსიში“ წმენდა გრძელდება და მთავარია, ვინ იქნება შემდეგი?!- ჰო, ტომაშ ტუხელი ნდობის დიდი მანდატით სარგებლობს და არსად გაუშვებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს შეუდგა

ყოფილი ულტრასი ჰერტას პრეზიდენტად აირჩიეს