საშინელი სეზონი გამოუვიდა ლონდონის „ჩელსის“. მწვრთნელიც შეცვალეს და იმედით მიყვანილმა პოტერმაც ვერ გაამართლა. ჯერჯერობით ვერც ახალი ძვირადღირებული ფეხბურთელები ამართლებენ, მოკლედ, მოსალოდნელია, რომ ეს გუნდი ახალი სეზონისთვის გულხელდაკრეფილი არ იჯდება. ჩვენთვის კი ეს ამბავი იმით არის საინტერესო, რომ ფულიანი ლონდონური კლუბი ხვიჩაზე დაფიქრებულა.
საქმე ისაა, რომ „ნაპოლის“ ლონდონელების მაროკოელი ჰაკიმ ზიეჩი მოსწონს. ინგლისელები კი ორ მთავარ ვარსკვლავს ითხოვენ – კვარაცხელიასა და ოსიმენს.
ნიგერიელი ფორვარდით პრემიერლიგური გრანდები რომ ინტერესდებიან, ეს სიახლე არაა, ყველაზე მეტად კი „მანჩესტერს“ ასახელებენ.
ამ წუთისთვის ეს სატრანსფერო ჭორი ჯერ შორსაა რეალობისგან, მაგრამ ამბობენ, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას „არისტოკრატები“ აუცილებლად დაელაპარაკებიან. რა გამოვა,ე ს უკვე სხვა საქმეა.
GIPHY App Key not set. Please check settings