ლონდონური „ჩელსის“ მატჩის დასკვნით ნაწილში მოიგო კონფერენს ლიგა.
ფინალში ინგლისურმა კლუბმა სევილიის „ბეტისს“ 4:1 მოუგო. გოლები კი 65-ე წუთიდან შეყარა.
„ჩელსი“ ისტორიაში პირველია, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ევროპისა და კონფერენს ლიგები.
“ჩელსი” გახდა პირველი კლუბი, რომელმაც უეფას 5 ტურნირი მოიგო – ჩემპიონთა ლიგა (2), ევროპალიგა (2), სუპერ თასი (2) და აწ უკვე გაუქმებული თასების მფლობელთა თასი (2).
ლონდონელებს 9-ჯერ აქვთ მოგებული ევროტურნირი.
ვროცლავი. „ტარჩინსკი არენა“
ბეტისი – ჩელსი 1:4
გოლები: 1:0 ეზალზული (9), 1:1 ფერნანდესი (65), 1:2 ჯექსონი (70), 1:3 სანჩო (83), 1:4 კაისედო (90+1)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად “ჩელსის” ნახევარმცველი პალმერი აღიარეს, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ სეზონში ვერცერთმა ესპანურმა კლუბმა ევროტურნირზე გამარჯვება ვერ მოიპოვა, რაც ბოლოს 2018/19-ის სეზონში მოხდა.

GIPHY App Key not set. Please check settings