in

ჩელსიმ შემადგენლობის შესაკრებად 1,263 მილიარდი ევრო დახარჯა – ყველაზე მეტი მსოფლიოში

“ჩელსიმ” მსოფლიოში ყველაზე მეტი დახარჯა ამჟამინდელი შემადგენლობის შესაკრებად.

ჩელსიმ ყველაზე მეტი დახარჯა, მაგრამ შემოსავალიც ყველაზე მეტი აქვს: სიტის ბალანსი საუკეთესოა

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა შეადგინა მსოფლიოს 100 საუკეთესო კლუბი მოქმედი ფეხბურთელების ტრანსფერებზე დახარჯული ფულის კუთხით. პირველი ადგილი „ჩელსიმ“ დაიკავა – ბონუსების გათვალისწინებით, მისი ხარჯები 1,263 მილიარდ ევროს შეადგენს. სამეულში ასევე მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“.

რეიტინგის შედგენისას არ გაითვალისწინეს ბონუსის გადახდის ფაქტი. მხედველობაში მიიღეს მხოლოდ ის თანხა, რომელიც ხელშეკრულებაში იყო მითითებული.

მსოფლიოს ტოპ 15 კლუბი სატრანსფერო ხარჯების მიხედვით:

  1. ჩელსი – 1,263 მილიარდი ევრო;
  2. მანჩესტერ იუნაიტედი – 1,038 მილიარდი ევრო;
  3. მანჩესტერ სიტი – 1,017 მილიარდი ევრო;
  4. არსენალი – 798 მილიონი ევრო;
  5. ტოტენჰემი – 787 მილიონი ევრო;
  6. პსჟ – 772 მილიონი ევრო;
  7. ლივერპული – 735 მილიონი ევრო;
  8. მადრიდის რეალი – 720 მილიონი ევრო;
  9. ნიუკასლი – 683 მილიონი ევრო;
  10. იუვენტუსი – 626 მილიონი ევრო;
  11. ბაიერნი – 588 მილიონი ევრო;
  12. მადრიდის ატლეტიკო – 496 მილიონი ევრო;
  13. ალ-ჰილალი – 485 მილიონი ევრო;
  14. ასტონ ვილა – 475 მილიონი ევრო;
  15. ბარსელონა – 461 მილიონი ევრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წლის გუნდი, მწვრთნელი და ახალგაზრდა: ვინ არიან ოქროს ბურთის ნომინანტები

ზურაბიანმა პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო