in ,

ჩელსიმ ყველაზე მეტი დახარჯა, მაგრამ შემოსავალიც ყველაზე მეტი აქვს: სიტის ბალანსი საუკეთესოა

COBHAM, ENGLAND - AUGUST 16: Moises Caicedo, Enzo Fernandez, Marcus Bettinelli, Levi Colwill, Mykhailo Mudryk, Nicolas Jackson, Filip Jorgensen and Wesley Fofana of Chelsea during a training session at Chelsea Training Ground on August 16, 2024 in Cobham, England. (Photo by Darren Walsh/Chelsea FC via Getty Images)

„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ყველაზე მეტი დახარჯა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

Transfermarkt-ის ცნობით, ლურჯებმა ახალი ფეხბურთელების შეძენაზე 261 მილიონი ევრო გაიღეს. ამასთან, ლონდონელებს ყველაზე მეტი შემოსავალი აქვთ მოთამაშეების გაყიდვიდან – 175 მილიონი ევრო.

პრემიერ ლიგის კლუბების რეიტინგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ხარჯების მიხედვით ასეთი გამოვიდა:

  1. ჩელსი – 261 მილიონი ევრო;
  2. ბრაიტონი – 231,2 მილიონი ევრო;
  3. მანჩესტერ იუნაიტედი – 214,5 მილიონი ევრო;
  4. ასტონ ვილა – 176,2 მილიონი ევრო;
  5. ტოტენჰემი – 144,85 მილიონი ევრო;
  6. ვესტ ჰემი – 144,4 მილიონი ევრო;
  7. იფსვიჩი – 126,49 მილიონი ევრო;
  8. საუთჰემპტონი – 117,15 მილიონი ევრო;
  9. ნოტინჰემ ფორესტი – 111,5 მილიონი ევრო;
  10. არსენალი – 108,9 მილიონი ევრო;
  11. ბორნმუთი – 104,37 მილიონი ევრო;
  12. ბრენტფორდი – 97,9 მილიონი ევრო;
  13. ფულჰემი – 91,55 მილიონი ევრო;
  14. ლესტერი – 86,8 მილიონი ევრო;
  15. კრისტალ პალასი – 77,7 მილიონი ევრო;
  16. ვულვერჰემპტონი – 71,9 მილიონი ევრო;
  17. ნიუკასლი – 68,2 მილიონი ევრო;
  18. ევერტონი – 50,2 მილიონი ევრო;
  19. ლივერპული – 42 მილიონი ევრო;
  20. მანჩესტერ სიტი – 25 მილიონი ევრო.

საუკეთესო სატრანსფერო ბალანსი „სიტიმ“ აჩვენა – პლუს 116 მილიონი ევრო. დადებითი ბალანსი ასევე დაფიქსირდა „ვულვერჰემპტონში“ (+35,6 მილიონი), „ევერტონში“ (+33,45 მილიონი), „კრისტალ პალასში“ (+23 მილიონი), „ნიუკასლში“ (+8 მილიონი) და „ლივერპულში“ (+5 მილიონი).

ყველაზე ცუდი ბალანსი „ბრაიტონს“ აღმოაჩნდა – მინუს 182,91 მილიონი ევრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წითელი ბარათი მატჩის შემდეგ: ლოჩოშვილი 4 თამაშით დასაჯეს

წილისყრის შემდეგ: ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ისევ რეალია