in

ჩაყვინთავს მამარდა? ქართველი მეკარე ვილიარეალს აინტერესებს

არ არის გამორიცხული „ვალენსიამ“ ახალი სეზონისთვის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გაასხვისოს. კარგა ხანია ამაზე იწერება და ბევრ დაინტერესებულ კლუბზეც ითქვა, მათ შორის ინგლისურებზე. ახლა კი ესპანურ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ ჩვენიანით ესპანურივე გუნდია მოწადინებული – „ვილიარეალი“.

„ვალენსია“ „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ მამარდაშვილის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და თანხად 15 მილიონ ევროს ამბობს.

„ვალენსიას“ ალბათ სხვა ფებხურთელებთან განშორებაც მოუწევს, ქართველი კი ერთ-ერთი ბრილიანტია მათ შორის.

რაც შეეხება „ვილიარეალს“, ბოლო წლებია ეს გუნდი მუდმივად თამაშობს ევროტურნირებზე და მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე. ამჟამად კი მე-5 ადგილზეა, თუმცა 5 ტურით ადრე ოთხეულს საკმაოდ ბევრი, 7 ქულა აშორებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს: პირობები იცვლება

რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში… ვარჯიშზე მოსკოვის გამზირიდან დავდიოდით და გზაში ლამის 2 საათი გვჭირდებოდა…