პროფესიონალმა ქართველმა მოკრივემ, მსოფლიო ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ აშშ-ს საპატიმრო გუშინ საღამოს დატოვა. ინფორმაციას თავად სპორტსმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ავთანდილ ხურციძე აშშ-ში 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად კრიმინალურ ავტორიტეტ რაჟდენ შულაიასთან ურთიერთობა და ე.წ. ქურდულ “რეკეტში” მონაწილეობა ედება ბრალად. ხურციძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ის საპყრობილეში კარგი ყოფაქცევის გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ავთანდილ ხურციძის დედის თქმით, ქართველი “ჩაქუჩა” სპორტული კარიერის გაგრძელებას აპირებს, მაგრამ იგი საქართველოს სახელით არ იასპარეზებს.
GIPHY App Key not set. Please check settings